ამრიტა შერ-გილი – „ეპიზოდი”
„ინდოელი ფრიდა კალო”. – ასეთი თიკუნით მოიხსენიებენ დღემდე გენიალურ ინდოელ მხატვარ ქალს – ამრიტა შერ-გილს (1913-1941 წლები) სახვითი ხელოვნების მოყვარულები. ამბობენ იმასაც, რომ სწორედ მის სახელს უკავშირდება ინდური სახვითი ხელოვნების განდიდება მსოფლიო მასშტაბითო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ქვეყნიერებას მოვლენილმა ამრიტამ სულ რაღაც 28 წელიწადი იცოცხლა ამქვეყნად, მისმა შემოქმედებამ მაინც წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ინდური სახვითი ხელოვნების ისტორიაში. ფრიდა კალოს მასგავსად, უამრავ სასიყვარულო რომანში გახვეული ინდოელი მხატვარი ქალი თავმდაბლობით მართლაც რომ არ გამოირჩეოდა. მან შესანიშნავად უწყოდა თავისი შესაძლებლობების ფასი. აკი განაცხადა კიდეც ერთხელ – „ევროპა ეკუთვნის პაბლო პიკასოს, ანრი მატისს, ჟორჟ ბრაკს და სხვა მრავალ მხატვარს. ინდოეთი კი მეკუთვნის მხოლოდ – მეო!” – (ავტორი გენია.ჯი)
ამრიტა შერ-გილის შემოქმედება