პეტრე ჩაიკოვსკი – „ეპიზოდი”

სახელგანთქმული რუსი კომპოზიტორისა და დირიჟორის – პეტრე ჩაიკოვსკის (1840-1893 წლები) ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის – თედორე მასლოვის მტკიცებით, მუსიკოსი დიდი დაუდევრობითა და უწესრიგობით გამორჩეული პიროვნება ყოფილა. მისივე გადმოცემის თანახმად, ჩაიკოვსკის, თავისი დაუდევრობის გამოისობით თითქმის სრულიად გაუანიავებია მეგობრებში მამამისის მიერ დატოვებული შესანიშნავი ბიბლიოთეკა. შედეგად იგი იძულებული ხდებოდა, თავადაც ენათხოვრებინა სხვებისგან მისთვის საჭირო წიგნები. თუმცა პეტრე ასეთ შემთხვევებშიც მისთვის ჩვეულებად ქცეულ დაუდევრობას იჩენდა და არა მხოლოდ არ უფრთხილდებოდა ნანათხოვარ წიგნებს, არამედ არც კი უბრუნებდა უკან მათ თავიანთ პატრონებს. გულმავიწყ კომპოზიტორს ასევე ხშირად ავიწყდებოდა ხოლმე გაკვეთილებზე საჭირო სახელმძღვანელოების მიტანა, რის გამოც იგი გამუდმებით მეგობრებისაგან თხოულობდა წიგნებს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>