მარლონ ბრანდო – „ეპიზოდი”

დონ ვიტო კორლეონეს როლის გენიალურად განამასახიერებელი გერმანული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ფილმში „ნათლია” - მარლონ ბრანდო (1924-2004 წლები), ბავშვობაში ნამდვილი ხულიგანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამას ხელს უწყობდა მშობლებთან წარმოქმნილი დაძაბული ურთიერთობებიც: მოზარდის მამა – მარლონ ბრანდო (უფროსი), სიმკაცრითა და სისასტიკით გამორჩეულ კაცს წარმოადგენდა, დედა – დოროთი პენინბეიკერი კი, ალკოჰოლური სასმელების მიმართ განსაკუთრებული ტრფიალით გამოირჩეოდა. 4 წლის ასაკში მყოფი ბრანდო (და ზოგადად – ოჯახი) დედამ მიატოვა, რამაც ბავშვზე საშინელი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია. „დედაჩემმა ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელში გამცვალაო”, – შენიშნავდა ხოლმე მოგვიანებით მარლონი. აღნიშნულმა გარემოებებმა მომავალი მსახიობის ქცევების განსაზღვრა გამოიწვია: იგი ხულიგანად ჩამოყალიბდა.

თავდაპირველად ბრანდო ლინკოლნის სახელობის სკოლაში მიაბარეს სასწავლებლად, საიდანაც იმის გამო დაითხოვეს, რომ სკოლის დერეფნებში მოტოციკლეტით დაიწყო ჯირითი. შემდგომ იგი კადეტთა სკოლაში შეიყვანა მამამ, თუმცა ხულიგნობას ვერც იქ გადაეჩვია: ერთ ბნელ ღამეს მარლონი სამრეკლო კოშკზე აიპარა და იქ განთავსებულ ზარს ენა მოპარა. ამ შემთხვევაში იგი გადაურჩა დასჯას, რადგან დაუდგენელი იქნა ეგზომ ავი საქციელის ჩამდენის ვინაობა. თუმცა, მოგვიანებით, ზიგმუნდ ფორიდისა და კარლ მარქსის შემოქმედების მოტრფიალე ბრანდო სკოლიდან გარიცხვას მაინც ვერ გადაურჩა თავისი აღვირახსნილი და ხულიგნური საქციელების-და გამო.

სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე სახელოვანი მსახიობი დიაბეტით იტანჯებოდა. მისმა წონამ იმ პერიოდში 150 კილოგრამს მიაღწია. ამ საშინელმა დაავადებამ მხრცოვან ბრანდოს მხედველობის პრობლემაც შეუქმნა. შედეგად, მარლონ ბრანდოს თავისი ადრინდელი მომხიბლელი გარეგნობიდან აღარაფერი შერჩა.

მარლონ ბრანდო 2004 წლის 1 ივლის გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მსახიობის კრემაცირებული ფერფლის ერთი ნაწილი აშშ-ის ყველაზე მთავარ – „სიკვდილის ველის ეროვნულ პარკში” იქნა მიმოფანტული, ხოლო მეორე ნაწილი კი – კუნძულ ტაიტიზე.  – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>