ანტონინა მაკაროვა – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელ ნაცისტებთან მოთანამშრომლე რუსი კოლაბორაციონალისტი ქალი, ლოკოტსკის ოლქის პირსისხლიანი ჯალათი – ანტონინა მაკაროვა (1920-1979 წლები), პირადად ხვრეტდა საბჭოთა მოქალაქეებს. (ავტორი გენია.ჯი) ომის შემდგომ წარმოებული ძიებისას დადგენილი იქნა, რომ მას საკუთარი ხელით ჰყავდა დანახვრეტი – 1 500 გაუბედურებული თანამემამულე. თითოეულ სასიკვდილო აქტში მას გერმანელი ოკუპანტები სიმბოლურად უხდინენ – 30 გერმანულ რაიხსმარკას. მესამე რაიხი სიმბოლურად იმიტომ უხდიდა რუს გამცემ ქალს ზემოაღნიშნულ თანხას, რომ ამით იგი გაეთანაბრებინათ ბიბლიურ პერსონაჟთან, საყოველთაოდ ცნობილ გამცემთან – იუდასთან, ვინაც სწორედ რომ 30 ვერცხლად გაჰყიდა თავის დროზე – იესო ქრისტე. – (ავტორი გენია.ჯი)