ჩანგ და ენგ ბანკერები – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში, პოპულარულმა ყოველდღიურმა ამერიკულმა გაზეთმა – „ნიუ-იორკ ტრიბუნმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ალეგორიული სახით იყო წარმოდგენილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, მასში მოთხრობილი გახლდათ აშშ-ი მცხოვრებ სიამელ ტყუპებს – ჩანგ და ენგ ბანკერებს (1811-1874 წლები) შორის წარმოშობილი დავის შესახებაც. კერძოდ, სიამის ტყუპების კონფლიქტი განპირობებული გახლდათ მათივე მსოფლმხედველობასთან. ერთი მათგანი მხარს უჭერდა მონათმფლობელობას, მეორე კი – არა. წარმოქმნილმა კონფლიქტმა იმდენად მძაფრი სახე მიიღო, რომ ჩანგმა და ენგმა ერთიმეორისაგან განცალკევებაც კი მოითხოვეს ოფიციალურად.
ძმებს შორის წარმოქმნილმა დავამ ეგზომ რეზონანსული სახე მიიღო, რომ მასში თვით აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნიც ჩაერთო. იგი კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა ჩანგისა და ენგის განცალკევებისა სამედიცინო გზით. აბრაამი ირწმუნებოდა, რომ სიამის ტყუპების ერთმანეთისაგან განცალკევება შესაძლებელი იყო ორივე მხარისათვის ფატალური შედეგით დასრულებულიყო. შედეგად, ჩანგი და ენგი, რომლებიც ალეგორიულად ჩრდილოეთსა და სამხრეთს განასახიერებდნენ საგაზეთო სტატიაში, კვლავაც სიამის ტყუპებად დარჩნენ.
1874 წლის 17 იანვარს 62 წლის ასაკში მყოფი ჩანგი პნევმონიას ემსხვერპლა. ამ დროს მისი ძმა ენგი სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა ჩანგის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ისიც გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)