შარლ-ანრი სანსონი – „ეპიზოდი”
სანსონების ჯალათთა საგვარეულო დინასტიის ყველაზე ცნობად წარმომადგენლად, საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში „მოღვაწე” ფრანგ ჯალათს – შარლ-ანრი სანსონს (1739-1806 წლები) ასახელებენ ისტორიკოსები. „დიდ სანსონს” (როგორც მას მოიხსენიებდნენ ხალხში) ასეულობით ადამიანი (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – 2 918 სიკვდილმისჯილი) ჰყავდა სიკვდილით დასჯილი „ეროვნულ სამართებლად” წოდებული გილიოტინის გამოყენებით. მათ შორის, საფრანგეთის მეფე – ლუი XVI, დედოფალი – მარი ანტუანეტი, დანტონი და რობესპიერი. (ავტორი გენია.ჯი) ეშაფოტთან ამ პირსისხლიანი ჯალათის არა მხოლოდ ცხოვრება იყო დაკავშირებული, არამედ სიკვდილიც კი. კერძოდ, 1806 წლის 4 ივლისს იგი ეშაფოტიდან მის მიერ სიკვდილით დასჯილი მორიგი მსხვერპლის მოკვეთილ თავს უკეთებდა დემონსტრირებას ხალხის წინაშე. ამ ამაზრზენი პროცესის მიმდინარეობის დროს, იგი შემთხვევით წაბორძიკდა, წონასწორობა დაკარგა და მაღალი ეშაფოტიდან გადავარდა. ეშაფოტიდან გადავარდნილმა ჯალათმა ისეთი მძიმე ტრამვები მიიღო, რომ უმალ გააფრთხო სული.
სანსონის სიკვდილის გარემოების აღწერისას, მოგვიანებით ალექსანდრე პუშკინმა აღნიშნა – „მისი ასეთი სიკვდილი მოსალოდნელი იყოო”. – (ავტორი გენია.ჯი)