ლინ ძესიუი – „ეპიზოდი”

XIX საუკუნეში დიდი ბრიტანეთის სწრაფვას ჩინეთის ტერიტორიაზე ეწარმოებინა ოპიუმის დიდი რაოდენობით გაყიდვა, წინ აღუდგა ჩინეთის საიმპერატორო კარის ისეთი გავლენიანი სახელმწიფო მაღალჩინოსანი მოხელე, როგორიც გახლდათ – ლინ ძესიუი (1785-1850 წლები). სწორედ მას ანდო ამ ავადსახსენებელი ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფალმა. (ავტორი გენია.ჯი) შეუდგა თუ არა დაკისრებული მოვალეობის აღსულებას იმპერატორის ნდობით აღჭურვილი პირი, უმალ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ინგლისელ კონტრაბანდისტებსა და ნარკომოვაჭრეებს ჩამოერთვათ მათ ხელთ არსებული ოპიუმის უზარმაზარი მარაგები (რამაც თავის მხრივ სათავე დაუდო ოპიუმის პირველ ომს ჩინეთსა და ინგლისს შორის). იმისათვის, რომ ნარკოტიკები გამოსაყენებლად უვარგისი გაეხადათ, უცხოელებისათვის ჩამორთმეული ოპიუმი ლინის ბრძანებით მარილში იქნა გადაზელილი. მარილში გაზავებული ოპიუმი კი, უშუალოდ ძესიუის თანდასწრებით, ზღვაში გადაუძახეს.

როგორც ჩანს, ამ მოვლენამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩინელ სახელმწიფო მოხელეზე, რომ 1839 წელს ლინმა დაწერა ლექსი, რომელშიაც იგი მოწიწებით უხდიდა ბოდიშს ზღვის ჩინურ ღვთაებებს, რადგან თავისი იძულებითი ქმედებით მათი სამფლობელოსა და საბრაძანებელის წაბილწა და დააბინძურება მოუხდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>