ცისი – „ეპიზოდი”
თავისი სასტიკი და ულმობელი ბუნებით ცნობილ ჩინეთის იმპერატორ ქალს - ცისი-ს (1835-1905 წლები), ხშირად სჩვეოდა ხოლმე რიგი სახელმწიფო მაღალჩინოსნებისათვის „ძღვენის” სახით – შარფის გაგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) ოდესღაც ნახარჭალი მბრძანებლის მიერ გაგზავნილი ასეთი სახის საჩუქარი ადრესატისათვის „დიდ პატივად” მიიჩნეოდა. არა და ამ დროს, ეს ჟესტი მანიშნებელი იყო იმისა, რომ შარფით დასაჩუქრებულს იმავე შარფით უნდა ჩამოეხრჩო თავი. მოკლედ რომ ვთქვათ, ცისის მიერ რომელიმე სახელმწიფო მოხელისათვის საჩუქრად გაგზავნილი შარფი, მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი მოვლენა იყო. „პატივად” კი ასეთი სახის „საჩუქარი” იმიტომ მიიჩნეოდა, რომ ჩინოვნიკს საშუალება ეძლეოდა საშინელი წამებით სიკვდილისათვის აერიდებინა თავი და უფრო ჰუმანური მეთოდით გამოთხოვებოდა წუთისოფელს. თანაც პუბლიკის წინაშე კი არა, ყოველგვარი დამსწრეების გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)