ჟორჟ კლემანსო – „ეპიზოდი”
1919 წლის 19 თებერვლის ადრეულ დილას ფრანგმა ანარქისტმა – ემილ კოტენმა თავდასხმა განახორციელა „ვეფხვად” წოდებულ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრზე – ჟორჟ ბენჟამინ კლემანსოზე (1841-1929 წლები). თავდამსხმელმა კლემანსოს 7 ტყვია ესროლა, თუმცა, საბედნიეროდ, ფრანგ პოლიტიკურ მოღვაწეს შვიდიდან მხოლოდ ერთი ტყვია მოხვდა და მანაც განსაკუთრებული ზიანი ვერ მიაყენა მსხვერპლს. (ავტორი გენია.ჯი) კოტენი დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ. სასამართლომ მას განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანა. მაგრამ ყველასდა გასაოცრად, აღნიშნულ სასამართლო ვერდიქტს მხარი არ დაუჭირა თავად დაზარალებულმა პრემიერმა. ფრანგმა პოლიტიკოსმა მოსამართლეებს სთხოვა, კოტენისათვის სიკვდილით დასჯა პატიმრობით შეეცვალათ, და თან აქვე, ერთობ ირონიული წინადადებითაც გამოვიდა: რადგანაც ემილი არ იყო კარგი (პროფესიონალი) მსროლელი, იგი ხშირად ეტარებინა ციხის ბადრაგს – ტირში, რათა სროლაში გამოწრთობილიყო.
ყოველივე ამის შემდგომ, ემილ კოტენი შეწყალებული იქნა! – (ავტორი გენია.ჯი)