მარკ ტაიმანოვი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რუსი მოჭადრაკე და საერთაშორისო გროსმაისტერი – მარკ ტაიმანოვი (1926-2016 წლები), გარკვეული ხნის განმავლობაში საბჭოეთში განუზომლად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი პოპულარობა იმდენად მაღალი იყო, რომ უცხოეთში საჭადრაკო ტურნირებზე წასვლისას მის ბარგს საბჭოთა მებაჟეები არც კი ამოწმებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) 1971 წელს ტაიმანოვმა თავისთვის საბედისწერო მატჩი გამართა გენიალურ ამერიკელ მოჭადრაკესთან – რობერტ ფიშერთან, რომელთანაც გამანადგურებელი მარცხი (0 : 6) იწვნია. ასეთმა სამარცხვინო მარცხმა საბჭოთა მოჭადრაკისა, თანაც ამერიკელ კოლეგასთან, სრული შოკი გამოიწვია „წითელი იმპერიის” უმაღლეს სახელისუფლებო წრეებში. შედეგად, ის ავტორიტეტი, რომელიც ტაიმანოვმა წლების განმავლობაში რუდუნებით შეიქმნა, ერთ დღეში მიწასთან გასწორდა. ეს მოჭადრაკემ პირველად მაშინ შეიგრძნო, როდესაც კანადიდან სამშობლოში დაბრუნებული საბჭოთა მესაზღვრეებმა – ბარგის შესამოწმებლად შეაყოვნეს. ჩხრეკის შედეგად მის ბარგში აღმოჩენილი იქნა უცხოეთში გამოცემული იმ პერიოდისათვის ქვეყანაში ტაბუდადებული რუსი მწერლის – ალექსანდრე სოლჟენიცინის წიგნი და 1 100 არადეკლარირებული ნიდერლანდული გულდენი. ყოველივე ეს, მარკ ტაიმანოვზე განრისხებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ნამდვილი რეპრესიების დაწყების საბაბად გამოიყენა: საბჭოთა საჭადრაკო სამყაროს შემარცხვენელ მოჭადრაკეს ჩამოართვეს „სსრკ-ს დამსახურებული სპორტის ოსტატის” ტიტული, აუკრძალეს უცხოეთში საბჭოთა კავშირის სახელით საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობა, გარიცხული იქნა სსრკ-ს მოჭადრაკეთა ნაკრებიდან და უკიდურესად შეუმცირეს სახელმწიფო სტიპენდია. – (ავტორი გენია.ჯი)