სავმაკი – „ეპიზოდი”
ჩვ.წ.აღ-მდე II-I საუკუნეებში მოღვაწე სკვითების ერთ-ერთმა ბელადმა – სავმაკმა, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მტრებთან გამუდმებულ ბრძოლაში განვლო. იგი არა მხოლოდ ორგანიზატორი იყო ბოსფორელთა სამეფოში წამოწყებული აჯანყებისა, არამედ პირადად, საკუთარი ხელით ჰყავდა მოკლული ბოსფორელთა მეფე – პერისადე V. (ავტორი გენია.ჯი) სკვითებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ბელადს არჩევანი უნდა გაეკეთებინა, თუ რომელი ცოლი გამოადგებოდა იმიერში გადაბარგებულს. არჩევანის გაკეთების შემდგომ, სკვითები ბელადის მიერ არჩეულ ცოლებს კლავდნენ და მათ თავიანთ ქმართან ერთად ასაფლავებდნენ (სკვითებში გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა მრავალცოლიანობა). შედეგად, ასეთივე შეთავაზება იქნა გაკეთებული სავმაკის შემთხვევაშიც. მომაკვდავმა სკვითმა ბელადმა კი შეთავაზებულ წინადადებაზე ყველასდა გასაკვირად უარი შემდეგი სიტყვებით განუცხადა ქვეშევრდომებს – „თქვენთვის დაიტოვეთ ისინი. იცოდეთ, რომ ჩემს ცხოვრებაში მტრებზე გამარჯვება გაცილებით მარტვივი საქმე იყო ჩემთვის, ვიდრე ჩემს მრავალრიცხოვან ცოლებზეო”. საუკუნეების გასვლის შემდგომ არქეოლოგების მიერ გახსნილი იქნა სავმაკის აკლდამა და მასში მართლაც არ აღმოჩნდა არც ერთი ქალის ნეშთი. – (ავტორი გენია.ჯი)