არტურ შოპენჰაუერი – „ეპიზოდი”
მიზანთროპად ცნობილი დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე - არტურ შოპენჰაუერი (1788-1860 წლები) უკიდურესად უარყოფითად იყო განწყობილი ადამიანის ყოველგვარი განდიდებისადმი. თუმცა მას, განსაკუთრებით მაინც ის აღიზიანებდა, როდესაც სიცოცხლეშივე უდგამდნენ ძეგლს ამა თუ იმ სასიქადულო მოღვაწეს. აღნიშნული საკითხისადმი თავის შეხედულებას შოპენჰაუერი ერთობ პარადოქსული არგუმენტით ხსნიდა: „დავუდგათ ვისმე სიცოცხლეში ძეგლი, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შთამომავლობა ამას არასოდეს გააკეთებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)