ჰაინრიხ ჰაინე – „ეპიზოდი”
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში, სახელწოდებით – „საერთო გერმანული გაზეთი”, გამოქვეყნებული იქნა სატირისა და ფელეტონის დიდოსტატად აღიარებული გენიალური გერმანელი ლიტერატორის – ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) ნეკროლოგი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ამ პოპულარული გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან გვიანი რომანტიზმის ეპოქაში მოღვაზე სახელოვანი პოეტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თავისი გარდაცვალების შესახებ დაბეჭდილ ნეკროლოგს ჰაინრიხიც გაეცნო, რამაც იგი ძალიან გააბრაზა. მაგრამ ჰაინეს გაბრაზების მიზეზი ის კი არ იყო, მის შესახებ ცრუ ინფორმაცია რომ გაავრცელა გაზეთმა, არამედ ის, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაზეთის ბოლო გვერდზე იყო განთავსებული და არა პირველზე. ჰაინრიხმა, რომელმაც კარგად უწყოდა, თუ რაოდენ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იგი საზოგადოებაში, ეს ფაქტი დიდ შეურაცხყოფად მიიღო და საყვედურით აღსავსე წერილიც აახლა „საერთო გერმანული გაზეთის” რედაქციას. – (ავტორი გენია.ჯი)