ერაზმუს როტერდამელი – „ეპიზოდი”

რენესანსის ეპოქაში მოღვაწე „ჰუმანისტთა თავადად” წოდებული ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ჰუმანისტი და ფილოსოფოსი – დეზიდერიუს ერაზმუს როტერდამელი (1466-1536 წლები), შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურად იყო კათოლიკური მრწამსის მატარებელი. (ავტორი გენია.ჯი) რასაც ისიც მოწმობს, რომ იგი ერთობ დიდი დაუდევრობითა და გულგრილობით ეპყრობოდა კათოლიკურ ეკლესიაში დამკვიდრებულ ყოველგვარ საეკლესიო რიტუალს. ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნულ გარემოებას ერაზმუსიც არ უარყოფდა და სრული სერიოზულობით აცხადებდა, რომ მისი სხეულის ყველა ნაწილი სრულყოფილი კათოლიკეც კი არ იყო. მათ შორის ნიდერლანდელი მოაზროვნე განსაკუთრებით მაინც – კუჭს გამოარჩევდა, რომლის შესახებაც ამბობდა, რომ მისი კუჭი იმდენად კათოლიკე არ გახლდათ, რამდენადაც ლუთერანი, რადგანაც იგი ვერაფრით ვერ ახერხებდა მარხვის სრულყოფილ დაცვას (როგორც ცნობილია, ლუთერანები ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვის ყველა წესს არ იცავენ). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>