დიპლომატიური პასუხი – „ეპიზოდი”
1980-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით ეწვია იაპონიის პრემიერ-მინისტრი – იასუჰირო ნაკასონე, რომელიც ცნობისათვის, 101 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. (ავტორი გენია.ჯი) ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გარდა, მან შეხვედრა გამართა იმ პერიოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან – ალექსანდრე ჰეიგთან. სხვა თემებთან ერთად ორი სახელმწიფო მოხელე მეორე მსოფლიო ომის თემატიკასაც შეეხო. „ამომავალი მზის” ქვეყნის პრემიერმა დიალოგის დროს აღნიშნა, რომ თავის დროზე ამერიკელებმა ატომური თავდასხმა განახორციელეს ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე. გარდა ამისა, დაბომბეს მრავალი იაპონური ქალაქი, და ეს მაშინ, როდესაც იაპონელებს არც ერთი ამერიკული ქალაქი არ დაუბომბავთ და არ გაუნადგურებიათ. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კი, ნაკასონეს საპასუხოდ ერთობ მრავლისმეტყველი და დიპლომატიური წინადადება წარმოთქვა – „ჩვენთან, ამერიკაში, ყველა მიიჩნევს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონელებმა გაგვინადგურეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ქალაქი – დეტროიტი. ქალაქი, რომელიც ქვეყნის ავტომრეწველობის ცენტრს წარმოადგენდა ოდითგანვე. მისი დაცემა და განადგურება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იაპონურმა ავტომობილებმა სრული დომინირება მოახდინეს ამერიკულ ბაზარზეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე ჰეიგი