მარსელენ ბერთლო – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი – პიერ ეჟენ მარსელენ ბერთლო (1827-1907 წელი), მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილი აკადემიკოსი გახლდათ და არც ფინანსურ სიდუხჭირეს უჩიოდა, კვლავაც ძველი, გამოხეული ხალათით აგრძელებდა მუშაობას ლაბორატორიაში. (ავტორი გენია.ჯი) მას ახალი სამუშაო ხალათის შეძენა არც უფიქრია და, შესაბამისად, არც უცდია არასოდეს. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ამის მიზეზი მეცნიერის მოკრძალებული ხასიათი იყო, თუმცა, როგორც პიერის თანამშომლები გადმოგვცემენ, ზემოაღნიშნულს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ფრანგი მეცნიერის მოკრძალებულ ბუნებასთან: ბერთლოს ძველი ხალათი ამოგლეჯილი გახლდათ ზუსტად გულის ადგილას, საიდანაც ყველასათვის შესამჩნევი იყო ხალათის შიგნით, გულმკერდზე გაკეთებული საფრანგეთის ყველაზე საპატიო ჯილდო – საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის ორდენი”. პიერის თანამშრომელთა მტკიცებით, ამით იგი აშკარად უსვამდა ხაზს, თავის დიდ უპირატესობას სხვათა წინაშე. – (ავტორი გენია.ჯი)