ვილჰელმ სტეინიცი – „ეპიზოდი”

ავსტრიული წარმომავლობის მქონე პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში – ვილჰელმ სტეინიცი (1837-1900 წლები), სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მძაფრი ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა და სიცოცხლესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოეთხოვა. (ავტორი გენია.ჯი) ფსიქიკურად შერყეული მოჭადრაკე ახლობლებს უმტკიცებდა, რომ იგი ყოველ ღამით, თვით ღმერთს ეთამაშებოდა ჭადრაკს. ერთხელ მას ჰკითხეს, თუ როგორი შედეგით სრულდებოდა მასსა და უფალს შორის გამართული საჭადრაკო დუელი, რაზედაც ვილჰელმმა ცნობისმოყვარეს შემდეგი პასუხი გასცა: „ – ღმერთი ძალიან ძლიერად თამაშობს. მიუხედავად ამისა, მე მაინც ყოველ ჯერზე გამარჯვებული ვრჩები. თუმცა ეს სულაც არც არის გასაკვირი, რადგან იგი თავის ტოლსწორ მოთამაშედ არ მიიჩნევს. და რადგანაც თავის ტოლსწორ მოთამაშედ არ მიმიჩნევს, ყოველთვის მაძლევს ფორას, რითაც შესანიშნავად ვსარგებლობ მე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>