ტიბეტი – „ეპიზოდი”
ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი ტიბეტის მთიანეთში განთავსებულ – ტიბეტში, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში შემავალ რეგიონს წარმოადგენს დღესდღეობით, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს – „წითელ ბრიგადირებად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მეტსახელი მათ იმიტომ შეარქვეს, რომ ქუჩებში მართლწესრიგის დასაცავად გამოსული პოლიციის პატრულები სხვა აუცილებელ შეიარაღებასთან ერთად, მუდმივად „აღჭურვილნი” არიან გადასატანი – „ცეცხლმქრობებით”, რომელთა ფერიც თავის მხრივ, – წითელია. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რაში უნდა სჭირდებოდეთ ტიბეტში მომსახურე პოლიციელებს ცეცხლმქრობები?! – „თვითდაწვა” არის ის ერთ-ერთი ექსტრემალური ფორმა, რომელსაც ტიბეტელი პატრიოტები ხშირად მიმართავენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ გასაპროტესტებლად. შედეგად, სამართალდამცველები იძულებულნი არიან ატარონ „ცეცხლმქრობები”, რათა ასეთ შემთხვევაში ცეცხლის ალში გახვეული მსხვერპლის გადარჩენა მოახერხონ. – (ავტორი გენია.ჯი)