ამონარიდები ნიკოლო მაკიაველის ტრაქტატიდან – „მთავარი”
„მე არა მწამს, რომ განზრახ გაღვივებული შუღლი ვისთვისმე სასიკეთო იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცრუს არასოდეს შემოაკლდება ხალხი, რომელიც ადვილად გააცურებინებს თავს”.
* * *
„დიდი საქმეა გულუხვის სახელი გქონდეს მოხვეჭილი”.
* * *
„არ არსებობს არავითარი მსგავსება შეიარაღებულსა და უიარაღოს შორის, და აშკარად არაბუნებრივი იქნებოდა, შეიარაღებული რომ ნებაყოფლობით მორჩილებდეს უიარაღოს”.
* * *
„ადამიანები, საერთოდ, ხედვას უფრო მეტ ანგარიშს უწევენ მსჯელობისას, ვიდრე შეხების გრძნობას, რაკიღა ხედვით ყველა ხედავს, მაშინ როდესაც უშუალოდ მხოლოდ ცოტანი თუ ეხებიან. ყველა ხედავს იმას, რადაც გვაჩვენებ თავს, ცოტა თუ გრძნობს იმას, რაც ხარ სინამდვილეში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბრბოს მხოლოდ საქმის გარეგნული მხარე და საბოლოო შედეგი ხიბლავს”.
* * *
„არ არსებობს უფრო ნარ-ეკლიანი გზა, ვიდრე შეთქმულთა გზაა”.
* * *
„ყველაზე უკეთესი სიმაგრე ისაა, რომ არ სძულდე ხალხს, ვინაიდან ციხე-სიმაგრეები რომც გქონდეს, მაგრამ საძულველი იყო, ისინი არას გარგია”.
* * *
„ბედნიერია ის, ვინც ვისი მოქმედებაც დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, და ზუსტად ასევე, უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება”.
* * *
„ადამიანებს აწმყო უფრო უყვართ, ვიდრე წარსული, და თუ დღევანდელი დღით კმაყოფილნი არიან, სხვას აღარას დაგიდევენ”. – (ავტორი გენია.ჯი)