ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
ამბობენ, რომ ლეგენდად ქცეულ ამერიკელ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს – ბენჯამინ ფრანკლინს (1706-1790 წლები) განსაკუთრებით უყვარდა შემწვარი თევზით დანაყრება. თუმცა დადგა მის ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც მან ვეგეტარიანელობას მიანიჭა უპირატესობა. შედეგად, ღვაწლმოსილმა პოლიტიკოსმა საკვები მენიუდან ამოიღო ყოველგვარი ცხოველური ხორცი. მათ შორის, მისთვის საყვარელი თევზიც. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ფრანკლინი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იკვებებოდა ცოცხალი ორგანიზმებით დამზადებული კერძებით.
რამდენიმეწლიანი ვეგეტარიანული პაუზის შემდეგ, ბენჯამინს ხანგრძლივი ვადით მოუხდა ზღვაში გასვლა. ერთ დღეს, გემის ბორტზე მყოფი ფრანკლინი, რომელსაც საკმაოდ შეზღუდული კვების რაციონი გააჩნდა, თვალს ადევნებდა, როგორ ასუფთავებდნენ და ამზადებდნენ მეზღვაურები მათ მიერ დაჭერილ დიდ თევზს შესაწვავად. მოულოდნელად, მან დაინახა, რომ ახლადგაგაფატრულ თევზს მუცლიდან პატარა თევზები გადმოუცვივდა. როგორც ჩანს, მტაცებელი თევზი თავის დროზე, სწორედ რომ მათი საშუალებით დანაყრდა. „თუკი თქვენ ერთმანეთს ჭამთ, მაშინ მე რატომ არ უნდა შეგჭამოთ თქვენო”, – წამოიძახა გახარებულმა ბენჯამინმა და ასეთი ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე დაუსვა წერტილი თავის მრავალწლიან ვეგეტარიანელობას. – (ავტორი გენია.ჯი)