საკვების ჩხირების ისტორიიდან…
მკვლევარების მტკიცებით, აზიის ქვეყნებში გავრცელებული – საკვების ჩხირების გამოყენება ადამიანმა უძველეს ჩინეთში, ჯერ კიდე 5 000 წლის წინათ დაიწყო. თავდაპირველად, მათ კერძების დამზადების პროცესში მოიხმარდნენ, რადგან გრძელი ჩხირები ძალზე მოსახერხებლად გამოსაყენებელი იყო დაჭრილი ხორცის როგორც ჭურჭელში ჩასაშვებად, ასევე მათ ამოსაღებად. (ავტორი გენია.ჯი) კვებისათვის საჭირო ერთ-ერთ სამაგიდო ინსტრუმენტად მოხმარება ჩხირებისა, დაახლოებით 400 წელს დაიწყეს ჩინელებმა. მანამდე ისინი თითებით შეექცეოდნენ კერძებს, რაც თავის მხრივ, შორს იდგა ყოველგვარი ჰიგიენური პრინციპებისაგან. ყოველივე ამას სწავლულები მოსახლეობის რაოდენობის მასობრივად ზრდას უკავშირებენ.
მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ ჩინეთში კვების პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. ამიტომაც იყო, რომ კერძებისათვის საჭირო ხორცს ისინი ერთობ წვრილ ნაჭრებად ჭრიდნენ. იმისათვის, რომ წვრილად დაჭრილი ხორცი ქვაბიდან თანაბრად განაწილებულიყო და თანაბრადვე შეხვედროდა ყველა მსურველს, საკვები ჩხირები ამისათვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს ამ უდიდესი კულტურის მქონე ერის შვილებმა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩხირები, რომლებიც ხის მასალიდან მზადდებოდა, იაფი ღირდა, რაც ჩინეთის მზარდი, თუმცა-კი გაღარიბებული მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომი იყო.
ისტორიკოსთა დიდი ნაწილი საკვების ჩხირების მასობრივად გავრცელებას ჩინეთში, გენიალური ჩინელი ფილოსოფოსის – კონფუცის სახელს უკავშირებენ. იგი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში, რომ მის მიერ გაწეულმა პროპაგანდამ საკვების ჩხირების პოპულარიზაციის შესახებ, უდიდესი გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე. რამდენიმე ათეული წლის გასვლი შემდგომ, ჩინეთში გავრცელებული საკვების ჩხირები გავრცელებული იქნა იაპონიაში, ვიეტნამში, კორეასა და სხვა აზიურ ქვეყნებში. – (ავტორი გენია.ჯი)