კონფუცი – „ეპიზოდი”
„მასწავლებელ კუნად” წოდებული ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსის – კონფუცის (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები) მამა – შულიან-ჰე, რომელიც ციხე-სიმაგრე – ძოუს კომენდანტს წარმოადგენდა, დიდი სიმაღლითა და არაჩვეულებრივი ძალით გამორჩეული კაცი ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) 63 წლის ასაკში მყოფი შულიანი მაშინ გარდაცვლილა, როდესაც მისი ვაჟი სულ რაღაც 1 წლისა და 4 თვის ასაკში იყო. მამის გარდაცვალებამ ოჯახი სიდუხჭირეში ჩააგდო. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ მოზარდ კონფუცის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა არა მხოლოდ დედასთან – იან ჩჟენცზაისთან, არამედ მამის სხვა ორ ცოლთანაც. მის მიმართ განსაკუთრებულ სიძულვილს მაინც შულიანის უფროსი ცოლი ავლენდა, რომელმაც ვერა და ვერ შვა ვაჟი, რაც ესოდენ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა თურმე იმ პერიოდის ჩინეთში. შედეგად, პირველი ჩინური უნისვერსიტეტის დამაარსებელი კონფუცი იძულებული გახდა, თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე დაეწყო მუშაობა. 19 წლის ახალგაზრდამ მუშაობა მარცვლეულის საწყობების ზედამხედველად დაიწყო (გარდა ამისა, მას რამდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობა მოუხდა ადგილობრივი მეცხოველეობის ზედამხედველადაც). იმავე პერიოდში იგი დაქორწინდა. კონფუცის რჩეული ქალი გახდა – ნიკოან ში, რომელიც თავის მხრივ, კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი იყო. ამის პარალელურად იგი თვითგანათლებასაც ეწეოდა. მისი შესანიშნავი განათლება და ბრწყინვალე ინტელექტი შეუმჩნეველი არ დარჩენია ადგილობრივ მმართველს – ჩჟან-სიანს, ვინაც ვაჟის – ბო-იუის დაბადებისთანავე მოლოცვის მიზნით კონფუცის თავისი მსახურის ხელით – ცოცხალი კობრი გაუგზავნა (ასეთი სახის საჩუქარს მხოლოდ იმათ უგზავნიდნენ ჩინელი მმართველები, ვისაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ისინი).
ასე იწყებოდა გენიალური ჩინელი მოაზროვნის ცხოვრებისეული გზა. ის გზა, რომელმაც ფაქტობრივად რომ ვთქვათ, „უკვდავება” მიანიჭა მის სახელს. – (ავტორი გენია.ჯი)