ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„საუბედუროდ, ქვეყნად სიკეთეს მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მომხრე და, საცა უვიცი და ბიწიერი არის ვინმე, ყველანი იმას ცდილობენ, სიკეთე არსად ვაბატონოთო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა მეტი ბედნიერება კიდევ იქნება რამე, ადამიანს თავის ცხოვრება შეეგნოს და თავისუფლად სჯა და ბაასი შეეძლოს თავისი გაჭირვების შესახებ?! განა მეტი ბედნიერება კიდევ შეიძლება, ქვეყანაში კაცს ხმა და უფლება ჰქონდეს, თავისუფლად გამოსთქვას აზრი, მეგობარს ქებით დაუხვდეს და მტერს თავსლაფი დაასხას?”

* * *

„ადამიანიშვილი ყველა ერთია, ყველა სწორია და თუ ერთს მეორე დაუმორჩილებია, იმიტომ კი არა, რომ მართლა ძლიერი ყოფილა და უჯობნია, არა, მარტო იმით დაუმორჩილებია, რომ დამორჩილებულს თავისი თავი სუსტი და უძლური ჰგონებია”.

* * *

„კაცი რომ საკუთარს ეღირსება რასმე, შრომასაც უნდა უმატოს”.

* * *

„კაცი რომ თავის მოწინააღმდეგეს ამტყუნებდეს, დამარცხებულის შებრალება არ იცისო, უნდა მოიგონოს, თვითონ კი იცოდა დამარცხებულის განკითხვა და შებრალება?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთო, რა ძნელი ყოფილა სხვისი განწირულების ყურება”.

* * *

„ცუდი ამბები უფრო ჩქარა დაიარებიან თურმე…”

* * *

„ვისაც ადამიანის საქციელის განსჯა უნდა, ავი და კარგი უნდა ერთმანეთს შეუწონოს და მსჯავრი ისე დასდოს…”

* * *

„ბედისაგან დაჩაგრული კაცისთანა გაუბედავს და უსაზროს ვერას წარმოიდგენს ადამიანი”.

* * *

„სიცოცხლე თავისუფლებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>