იცით თუ არა, რომ?!
1. სანამ საფრანგეთში „მეფე-მზედ” წოდებული ლუი XIV ავიდოდა სამეფო ტახტზე (1643 წელი), მსოფლიო მოდის ერთადერთ დედაქალაქად, ესპანეთის დედაქალაქი – მადრიდი მიიჩნეოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სპილოების მაკებიოს ხანგრძლივობა – 2 წელიწადს შეადგენს.
* * *
3. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი იაპონელი ემიგრანტი სამხრეთ ამერიკაში განთავსებულ ქვეყანაში – ბრაზილიაში ბინადრობს.
* * *
4. კრივში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში, ამერიკელი მოკრივე – მაიკლ ტაისონია. მან ეს საპატიო ტიტული პირველად 20 წლიას ასაკში მოიპოვა.
* * *
5. უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი ყველაზე ძველი საჩოგბურთო ტურნირია მსოფლიოში (სათავე აიღო 1877 წელს), და ერთადერთი საჩოგბურთო ტურნირი, რომელშიაც 1926 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ბრიტანეთის სამეფოს ოჯახის წევრს, ელისაბედ II-ეს მამას – ჯორჯ VI-ს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. შოტლანდიის დედოფალი – მარიამ სტიუარტი სახეს ყოველთვის თეთრი ღვინით იბანდა.
* * *
7. თავისი ცხოვრების უკანასკნელი 9 წელიწადი, გენიალურმა იტალიელმა სწავლულმა – გალილეო გალილეიმ – ინკვიზიციის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ განვლო.
* * *
8. წყალმომარაგების სისტემის გასაწმენდად – ქლორი პირველად ინგლისის ქალაქ მეიდსტონში მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ქალაქში ტიფი იქნა გავრცელებული.
* * *
9. ამერიკის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლონკოლნის სიმაღლე – 193 სანტიმეტრი იყო.
* * *
10. „მუმია, რომელსაც ყველასთვის უბედურება მოაქვს”. – ასე მოიხსენიებნდენ ახალგაზრდობაში საყოველთაოდ ცნობილ რუს პოეტ ქალს – ანა ახმატოვას მისი თანამედროვეები. – (ავტორი გენია.ჯი)