ივანე კრილოვი – „ეპიზოდი”
ვასილი ჟუკოვსკის მიერ „იგავ-არაკების მეფედ” წოდებული ცნობილი რუსი მეიგავე და პუბლიცისტი – ივანე კრილოვი (1769-1844 წლები) პირადი ჰიგიენის მიმართ იმთავითვე უკიდურესი დაუდევრობით გამოირჩეოდა. იგი არა მხოლოდ იშვიათად იბანდა, არამედ იშვიათადვე იცვლიდა ტანისამოსს და თითქმის არასოდეს ივარცხნიდა გაბურძგნილ თმას. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ფორმით რუსი ლიტერატორი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში და ნაკლებად აღელვებდა ის, თუ რას იტყოდა ხალხი მასზე. ჭამის განსაკუთრებულად მოყვარული კრილოვი ერთხელ მასკარადზე იქნა მიწვეული. სანამ მასკარადზე წავიდოდა, მან რჩევით მიმართა ერთ მის ახლობელ ქალბატონს, თუ როგორი ნიღბით სჯობდა წარსდგომა საზოგადოების წინაშე ისე, რომ მასში ვერავის ვერ ამოეცნო ცნობილი მეიგავე. ქალმა, რომელმაც კარგად უწყოდა ივანეს არაჰიგიენურობა, კრილოვს ერთობ მრავლისმეტყველი რჩევა მისცა: „ – თუ თქვენ დაიბანთ, გამოიცვლით ტანისამოსს და დაივარცხნით თმას, დამერწმუნეთ, რომ მართლაც ვერავინ ვერ გიცნობთ”. – (ავტორი გენია.ჯი)