ნიკოლოზ II რომანოვი – „ეპიზოდი”

1917 წლის 2 მარტს, 23 საათსა და 40 წუთზე რუსეთის იმპერატორმა - ნიკოლოზ II რომანოვმა ხელი მოაწერა აქტს – ტახტიდან გადადგომის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება, რომ რუსეთის უკანასკნელმა იმპერატორმა აღნიშნულ აქტს საწერ-კალმის გამოყენებით კი არ მოაწერა ხელი, არამედ – ფანქრის გამოყენებით. ისტორიკოსთა დიდი ნაწილი ამის უმთავრეს მიზეზად შემდეგ გარემოებას ასახელებენ: ნიკოლოზი გადადგომის მიუხედავად, იმედს არ კარგავდა, რომ ოდესმე კვლავაც დაიბრუნებდა იძულების წესით დათმობილ იმპერატორის ტიტულს. გადადგომის აქტზე მის მიერ ფანქრით გაკეთებული ხელმოწერა კი, საწერ-კალმით გაკეთებული ხელომოწერისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო იოლი წასაშლელი იყო ფურცლიდან. მისდა საუბედუროდ, რომანოვის იმედებს აღსრულება არ ეწერა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>