„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ვინც თავის საქმეებს მოგვანდობს, უფლება აქვს თავის საქმის ვითარებაზეც მოგვკითხოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველანი ადამის შთამომავალნი ვართ და, მაშასადამე, თანასწორად დიდებულნი”.
* *
„უცვლელი არა ყოფილა რა ამ წუთისოფელში და რაც გუშინ მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა, დღეს ყველასაგან აღიარებულ ჭეშმარიტებად მიიჩნევა”.
* * *
„ქრისტეს მაგალითს ნურავინ უღალატებს: ის არც დიდებულებთან დაიარებოდა, არც მღვდელმთავრებთან, არამედ მარტო ხალხთან”.
* * *
„ბევრი ადამიანი ადვილი საცნობია ინდოურივით გაფხორილი არარაობით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს სულიერ მეფედ ღმერთიც ეყოფა, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფერს სჯის და არ საჭიროებს თავის სამაგიეროდ სხვა დააყენოს ვინმე სულიერ მეფედ”.
* * *
„საქმე ის არის, კაცს თვალმა და მკლავმა არ უმტყუნოს!”
* * *
„გაბრაზებული კაცი ყველაფერს იზამს”.
* * *
„დიახ, ადამიანის სიცოცხლე დიდი ტანჯვა-წვალებაა, მაგრამ ხანდახან ნეტარი დღეებიც გამოერევიან ხოლმე”.
* * *
„სამწუხაროდ, სწავლა-განათლება, ჭკუა და პატიოსნება ყოველთვის ჩამორჩებოდნენ ფულს უკან”.
* * *
„რამდენ საკვირველებას შეხვდება წუთისოფელში ადამიანი!” – (ავტორი გენია.ჯი)