რომის რესპუბლიკა – „ეპიზოდი”

რომის რესპუბლიკის ხანაში (ერთ-ერთი ფაზა ძველი რომის ისტორიაში), რომელმაც სათავე ძვ.წ.აღ-ით 509 წელს აიღო (დასრულდა ძვ.წ.აღ-ით-27 წელს), არჩევნების გამართვის წინა პერიოდში, ნებისმიერ რომაელ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლეოდა, უფასოდ მიეღო ერთი თიხის ჯამი კერძი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის მქონე ჯამებს „მარადიული ქალაქის” მკვიდრნი – „სააგიტაციო ჯამებად” მოიხესენიებდნენ. მიზეზი ეგზომ უჩვეულო ზედსახელისა გახლდათ ის, რომ თიხის ჯამის ფსკერზე დატანილი იყო იმ „ქველმოქმედის” სახელი, ვინაც უფასოდ უმასპინძლდებოდა თანამოქალაქეებს. შედეგად, როდესაც უფასო კერძის მიმრთმევი ბოლომდე დააგემოვნებდა მას, იგი ჯამის ფსკერზე განთავსებული „კეთილიმყოფელის” სახელსაც კითხულობდა. ამ გზით არჩევნებში მონაწილე ესა თუ ის კანდიდატი ამომრჩეველთა გულის მოგებას და, შესაბამისად, მათგან „ხმის” მიღებას ცდილობდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>