რობერტ მუგაბე – „ეპიზოდი”
აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განთავსებული ქვეყნის – ზიმბაბვეს რესპუბლიკის ეპატაჟური გამოხდომებით გამორჩეულმა ექს-პრეზიდენტმა – რობერტ მუგაბემ (1924-2019 წლები), რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა, აშშ-ის პრეზიდენტის – ბარაკ ობამას მოწოდებაზე, რიგ ქვეყნებს თავიანთ ტერიტორიებზე დაეშვათ ერთსქესიანთა ქორწინება, შემდეგი სახის ოფიციალური განცხადება გააკეთა – „თუკი ბარაკ ობამას სურს, ზიმბაბვეში აღნიშნული რეფორმის განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, იგი აქ ჩამოვიდეს და შემდგომ, ჩვენ მასზე დავქორწინდებითო”. – (ავტორი გენია.ჯი)