რონალდ რეიგანი – „ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულ პრეზიდენტს – რონალდ რეიგანს (1911-2004 წლები), არასოდეს უყვარდა სადილობის ჟამს საუბარი (ხმაური) და მითუმეტეს, ვისმესთვის ყურის დაგდება. სხვებისაგან განსხვავებით, ამ გარემოებას არად დაგიდევდათ რეიგანის მეუღლე – ნენსი დევის რეიგანი, რომელიც სწორედ მაშინ იწყებდა ქმართან საჭირბოროტო თემებზე ლაპარაკს, როდესაც ისინი ერთად იწყებდნენ სადილობას. (ავტორი გენია.ჯი) ხანდაზმულ ასაკში შესულ აშშ-ს ექს-პრეზიდენტს ყურთასმენის პრობლემა შეექმნა, რის გამოც მან სმენის აპარატის გამოყენება დაიწყო. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ჩვევა არ მოუშლია მის მეუღლეს. და როდესაც ასაკოვანი ცოლ-ქმრის წყვილი ერთად შემოუსხდებოდა სუფრას სავახშმოდ, იმისათვის, რომ სრულ სიჩუმეში ევახშმა, რონალდი ნენსისაგან შეუმჩნევლად ყოველ ჯერზე სპეციალურად გამორთავდა ხოლმე ყურსასმენ აპარატს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>