მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი – „ეპიზოდი”

„ალგებრის მამად” წოდებულ გენიალურ სპარს მათემატიკოსს, ასტრონომსა და გეოგრაფს – მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმის (783-850 წლები), რომლის სახელთანაც ასოცირდება ანალიტიკური გეომეტრიის ფუძემდებლობა, ერთხელ ქალის შესახებ თავისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება სთხოვეს. (ავტორი გენია.ჯი)

„ – თუ ქალი ფლობს რწმენას, ეს = 1-ს. ხოლო თუ ქალი ამასთან ერთად ფლობს სილამაზეს, მაშინ ერთს უნდა დავუმატოთ ნული და მაშინ გამოვა – 10.

თუ ქალი ფლობს – სიმდიდრეს, ამას კიდევ ერთი 0 უნდა დავუმატოთ. შედეგად გამოვა – 100;

თუ ქალი კეთილშობილი წარმომავლობისაც არის, მაშინ მას კიდევ ერთი 0 უნდა შევმატოთ და შედეგად გამოვა – 1000;

მაგრამ, ყოველივე ამას თუ გამოვაკლებთ „1″-ს ანუ „რწმენას”, მაშინ მისგან ნულის გარდა აღარაფერი დარჩებაო”. – ასე მათემატიკურად ჩამოაყალიბა საკუთარი მსოფლმხედველობა ქალის შესახებ დიდმა სპარსმა სწავლულმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება