საკურა – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში, მილიტარისტულმა იაპონიამ მის მიერ დაპყრობილი ქვეყნების ტერიტორიებზე უამრავი საშინელი დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, იაპონელებმა, იმისათვის, რომ თავიანთი სტატუსი კიდევ უფრო გაემყარებინათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დამპყრობლებისათვის არადამახისიათებელ ერთობ უჩვეულო მეთოდსაც მიმართეს: იაპონელმა ოკუპანტებმა მათ კონტროლ ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე დაიწყეს „ამომავალი მზის” ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ულამაზესი მცენარის – საკურას (იაპონური ალუბალის) მასიური დარგვა. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, კორეაში მიზანმიმართული კამპანია გაჩაღდა დამპყრობელი ქვეყნის სიმბოლოდ ქცეული საკურას განადგურებისა. ასეთივე კამპანია წარმოებული იქნა ჩინეთშიც, თუმცა კორეის რესპუბლიკისაგან განსხვავებით, კონფუცის სამშობლოში იაპონური ალუბლის ორი უმშვენიერესი ბაღის შენარჩუნება მაინც იქნა შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>