საბაწმიდის ლავრა – „ეპიზოდი”
V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად შერაცხილი მეუდაბნოე მამის – საბა განწმენდილის მიერ 484 წელს პალესტინაში დაარსებული იქნა ერთ-ერთი უძველესი ქრიასტიანული მონასტერი, რომელიც დღეისათვის – „საბაწმიდის ლავრის” სახელით არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ამ უდიდესი საეკლესიო მოღვაწის ცთუნება თვით ეშმაკს მოუწადინებია. მის საცთუნებლად კი სატანას – ვაშლი შეურჩევია. თუმცა ღრმად მორწმუნე საბა, რომელსაც რამდენიმედღე ლუკმა არ ეჭამა, მასზე გაცილებით უფრო სუსტი და უნებისყოფო ევას მსგავსად არ ცთუნებულა და მის წინაშე მოულოდნელად ციდან ჩამოვარდნილი ვაშლისათვის ისე აუვლია გვერდი, რომ იგი არ უგემნია. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საბაწმიდის მონასტრის დაარსების დღიდანვე მასში მოღვაწე სასულიერო პირები (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე იქ ქართველი ბერებსაც უმოღვაწიათ) არასოდეს ჭამენ ვაშლს. ცნობისათვის, ლავრის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან მანდილოსნები. – (ავტორი გენია.ჯი)
ღირსი მამა საბა განწმედილი