ჰალაბჯაზე განხორციელებული ქიმიური შეტევა – „ეპიზოდი”
1988 წლის 16-17 მარტს პირსისხლიანი ერაყელი დიქტატორის – სადამ ჰუსეინის უშუალო ბრძანების საფუძველზე, ერაყის არმიამ ქიმიური იარაღის გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელა ირან-ერაყის საზღვარზე განთავსებულ ერაყულ ქალაქზე – ჰალაბჯა, რომელიც იმ დროისათვის ირანის არმიისა და მისი მოკავშირე ქურთი სამხედრო დაჯგუფებების ხელში იყო გადასული. (ავტორი გენია.ჯი) ამ ამაზრზენი და არაადამიანური ქმედების განხორციელების წინ, ერაყული არმია ერთადერთი მიზნით „ამუშავებდა” ორი დღის განმავლობაში 80 000-იან ქალაქს ჩვეულებრივი საბრძოლო ჭურვებით. სამხედრო ექსპერტები ირწმუნებიან, ეს ერთადერთი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ დაბომბვებს რაც შეიძლება მეტი საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები გაენადგურებინა, რათა შემდგომ განსახორციელებელ ქიმიურ თავდასხმას მაქსიმალური მსხვერპლი მოჰყოლოდა ერაყის ხელისუფლების მოძულე ქურთ მოსახლეობაშიო. და მართლაც, მინების არმქონე ბინებში ადვილად შეაღწია იპრიტის, ზარინისა და ტაბუნის ქიმიურმა ნივთიერებებმა. უბედური მოსახლეობა უძლური აღმოჩნდა თავი დაეცვა ასეთი გამანადგურებელი იარაღის ზემოქმედებისაგან. შედეგმაც არ დააყოვნა: ერაყული არმიის უსასტიკეს ქმედებას 5 000-მდე ადამიანის განადგურება მოჰყვა თან. მათ შორის, საუბედუროდ, – ბავშვების… – (ავტორი გენია.ჯი)