ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
ფართო საზოგადოებისათვის უცნობმა ერთ-ერთმა ბელგიელმა პოეტმა თხოვნით მიმართა ბელგიის მეფეს – ლეოპოლდ II-ს, შეეწყალებინა ბელგიურ ქალაქ შარლელუას ციხეში გამომწყვდეული 9 სიკვდილმისჯილი პატიმარი. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება, რომ იმ უცნობმა პოეტმა მონარქისადმი გაგზავნილ წერილობით თხოვნაზე ისე მოაწერა ხელი, თითქოს ამ თხოვნით ლეოპოლდს ეგზომ პოპულარული ფრანგი მწერალი - ვიქტორ-მარი ჰიუგო მიმართავდა. აღნიშნულმა მოვლენამ იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ რამდენიმე ხანში ხმებმა ჰიუგოს ყურამდეც მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორმა ამის შესახებ თავდაპირველად არაფერი უწყოდა და შესაბამისად, მას არც უფლება მიუცია უცნობი ბელგიელი პოეტისათვის ესარგებლა მისი სახელით, მან ბელგიის ხელისუფლების მიმართ მაინც გააკეთა კაცთმოყვარეობით აღსავსე საჯარო მიმართვა, რომლის ტექსტის ერთ-ერთ აბზაცშიც ვკითხულობთ – „როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, დაე, გამოიყენონ ჩემი სახელი ჩემი ნებართვის გარეშეო”.
ჰიუგოს საჯარო მიმართვამ ბელგიის მთავრობაზე დიდი ზეგავლენა იქონია. შედეგად, გადაიხედა ცხრავე სიკვდილმისჯილის საქმე, რომელთაგანაც შვიდ მათგანს სიკვდილით დასჯა – კატორღით შეუცვალეს. – (ავტორი გენია.ჯი)