ვენესუელის საპარლამენტო არჩევნები – „ეპიზოდი”
სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე განთავსებული ტროპიკული ქვეყნის – ვენესუელის ბოლივალური რესპუბლიკის უმაღლესმა ხელისუფლებამ 2015 წელს ერთობ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში 2015 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, მთავრობის ბრძანებით, არჩევნების წინა პერიოდიდან არჩევნების დღის ჩათვლით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა – „მშრალი კანონი”. ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა მოტივი „მშრალი კანონის” შემოღებისა: ვენესუელის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ კენჭისყრაზე მისული მოსახლეობა ფხიზელ გონებაზე ბევრად უფრო კარგად გააცნობიერებდა არჩევნების დიდ მნიშვნელობას და შედეგად, ბევრად უფრო შეგნებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა საკუთარი არჩევანის გაკეთების ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)