„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„თუ გსურთ რაღაც, იგი ფასეულია. რაც არ გინდათ, ფასს კარგავს. მაშასადამე, ფასეულობა ნივთში კი არ არის, თქვენს სურვილშია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სევდას სიბერე კი არ იწვევს, არამედ თქვენი სინანული წარსულზე”.
* * *
„არ არსებობს იმდენად კეთილგონიერი კაცი, რომ მიესადაგოს დროის მოთხოვნებს, რადგანაც, ჯერ ერთი, ძნელია ბუნებრივი მიდრეკილებების დათრგუნვა და, მეორეც, რაკიღა ერთი გზით ყოველთვის აღწევდა წარმატებას, ვერ დააჯერებს საკუთარ თავს, რომ საჭიროა ამ გზიდან გადახვევა”.
* * *
„ზოგჯერ ღმერთი, თავისი ულეველი წყალობით, სამართლიან აზრებს ჩაგვაგონებს ხოლმე…”
* * *
„ვისთვისაც უცხოა რწმენა – სიყვარულიც უცხოა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლე სიკვდილის მოლოდინია”.
* * *
„ადამიანი ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს და ამიტომაც მარცხდება”.
* * *
„კაცობრიობის ყველაზე უფრო ჯიუტი და ყველაზე მგზნებარე ოცნებაა – სცადოს ბედი, ყველა თავისი ჟინი დაიკმაყოფილოს, გახდეს მეფე, გახდეს ღმერთი!”
* * *
„ყველა ადამიანს სჭირდება ისეთი ვინმე, ვინც მას მოუსმენს”.
* * *
„თითოეული ადამიანი – ერთი დიდი მოუთხრობელი ისტორიაა”. – (ავტორი გენია.ჯი)