ბაბილონი – „ეპიზოდი”
ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონში – შუამდინარეთში, ბუნებრივი პირობების გამოისობით, იმთავითვე ძალიან ცოტა რაოდენობით ხარობდა ხეები, რის გამოც მათგან დამზადებული ესა თუ ის ნივთი საკმაოდ ძვირი ღირდა. შესაბამისად, რაც უფრო დიდი მოცულობის მქონე იყო ხისგან დამზადებული ნივთი, მით უფრო დიდად ფასობდა იგი. ამიტომაც წარმოადგენდა ძვ.წ.აღ-ით II ათასწლეულში დაარსებულ უძველეს ბაბილონში ხის მასალისაგან დამზადებული სახლის კარები დიდ იშვიათობას. ის კი არა და, სახლისათვის საჭირო კარები, რომელსაც ოსტატები ხის მასალისაგან ამზადებდნენ, იმდენად ფასეულ საგნად იყო მიჩნეული, რომ მას ოფიციალურად ჰქონდა მინიჭებული – „მოძრავი ქონების” სტატუსი. იმ შემთხვევაში, როდესაც ბაბილონის მოქალაქე თავის ბინას უცხოელ არენდატორზე გააქირავებდა ხოლმე, სახლისათვის საჭირო ხის კარი ფინანსურად შეძლებულ უცხო ტომელ მოიჯარეს თავად მიჰქონდა ნაქირავებ ბინაში, და, როდესაც იჯარას ვადა გაუვიდოდა, იგი სახლს თავის „მოძრავ ქონებასთან” ერთად ტოვებდა. – (ავტორი გენია.ჯი)