ჟან-პოლ სარტრი – „ეპიზოდი”
ათეისტური ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და ნოველისტმა – ჟან-პოლ სარტრიმ, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ჟამს, კერძოდ კი – 1943 წელს გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე ფილოსოფიური ნაშრომი, სახელწოდებით – „არსებობა და არარაობა”, რომლითაც მან შეეცადა დაემტკიცებინა – ადამიანში თავისუფალი ნების არსებობა. (ავტორი გენია.ჯი) ავტორი ვარაუდობდა, რომ 700 ფურცლისაგან შემდგარ წიგნს, რომელიც არც თუ ისე მარტივი (ფილოსოფიური) ენით იყო დაწერილი, დიდი წარმატება წილად არ ხვდებოდა. თუმცა, სარტრის-და გასაოცრად, მის მიერ დაწერილ ფილოსოფიურ ნაშრომზე – „არსებობა და არარაობა”, საკმაოდ დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. რამდენიმე ხანში კი გაირკვა რეალური მიზეზი იმისა, რის გამოც იყიდებოდა მისი ქმნილება ეგზომ დიდი რაოდენობით წიგნის მაღაზიებში: მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, იარაღის დასამზადებლად საჭირო ლითონის დეფიციტის გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ პროდუქტის მაღაზიებში არსებული ასაწონი გირების სრული კონფისკაცია მოახდინა. სარტრის 700 ფურცლიანი ფილოსოფიური ნაშრომი წონით ზუსტად ერთ კილოგრამს შეადგენდა, რის გამოც მაღაზიებმა მისი გამოყენება მასიურად დაიწყეს ერთ კილოგრამიანი ასაწონი გირების სანაცვლოდ. მოკლედ რომ ვთქვათ, სარტრის 700 ფურცლიანმა ფილოსოფიურმა ქმნილებამ საფრანგეთში არსებულ მაღაზიებში ერთ კილოგრამიანი ასაწონი გირები ჩაანაცვლა. ამიტომაც იყო მასზე გარკვეული ხნის განმავლობაში ესოდენ დიდი მოთხოვნილება. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-პოლ სარტრის ფილოსოფიური ნაშრომი – „არსებობა და არარაობა”