მარია ელეონორა ბრანდერბურგელის შესახებ…
შვედეთის მეფის – გუსტავ II ადოლფის მეუღლე – მარია ელეონორა ბრანდერბურგელი (1599-1655 წლები) იმდენად იყო შეყვარებული თავის ქმარზე, რომ სიყვარულის განუზომელ გრძნობას იგი სრულ შეშლილობამდეც კი მიჰყავდა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც გუსტავი მარიას გვერდით იმყოფებოდა, დედოფალი მზესავით გაბრწყინებული იყო, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ქალს ღრმა დეპრესია ეწყებოდა, რა დროსაც საშინელ ისტერიკებს აწყობდა სასახლის კარზე. ბრანდებურგელის „ცისფერ ოცნებას” წარმოადგენდა ტახტის მემკვიდრე ვაჟიშვილი ეშვა ქრისათვის. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში იგი ვერა და ვერ დაფეხმძიმდა. დრო თავისას მიერეკებოდა… და ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ დედოფალი დაორსულდა. მისდა საუბედუროდ, ფეხმძიმე დედოფალს ნაყოფი მოწყდა, რამაც ყველას მიმართ უკიდურესად გააბოროტა იგი. ბოლოს და ბოლოს მარიამ მაინც შვა ქალიშვილი, რომელსაც ცოლ-ქმრის სამეფო წყვილმა – კრისტინა დაარქვა. გუსტავისაგან განსხვავებით, მარიას ქალიშვილის გაჩენა არ გახარებია (აკი იგი ტახტის მემკვიდრედ ვაჟიშვილის გაჩენას ესწრაფვოდა). ამიტომაც შეიძულა თავიდანვე დედოფალმა კრისტინა, ვისაც მეტსახელად – „მონსტრი” დაარქვა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ეს შეშლილი ქალი ყოველნაირად ცდილობდა რაიმე სახის ტრამვა მიეყენებინა თავისი პატარა ქალიშვილისათვის. ამ მიზნით ერთხელ დედოფალმა კრისტინა კიბეებიდანაც კი დააგორა შეგნებულად. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა გუსტავისათვის, გოგონა მან აღსაზრდელად თავის დას მიანდო.
1632 წლის 6 ნოემბერს გუსტავ II ადოლფი ლიუტცენის ბრძოლაში მიღებულ სასიკვდილო ჭრილობას ემსხვერპლა. და აი მაშინ, მართლაც რომ სრულად გამოავლინა ბრანდერბურგელმა თავისი ფსიქიკური აშლილობა: მისი ბრძანებით, მთელი 19 თვის განმავლობაში მიწისათვის არ მიუბარებიათ შვედეთის ტრაგიკულად აღსრულებული მეფე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მარია დრო და დრო აბალზამირებინებდა მედიკოსებს საყვარელი ქმრის ცხედარს. გარდა ამისა, ყოველ დღე ახალ-ახალი ტანისამოსით მოსავდა გარდაცვლილს. გუსტავის გული, რომელიც დედოფალს ოქროს ზარდახშაში ჰქონდა განთავსებული, მისი საწოლის თავზე ეკიდა. შეშლილი მარია თავის ქალიშვილს ასეთ უჩვეულო გარემოში მასთან ერთად ხშირად აიძულებდა ყოფნას.
1636 წელს, როგორც იქნა, ჭკუაზე გადასულ დედოფალს კრისტინა ჩამოაშორეს. 1654 წელს კი მას ტახტზეც უარი ათქმევინეს, რის შემდგომაც შვედეთის ახალ მმართველად – კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი იქცა. – (ავტორი გენია.ჯი)
გუსტავ II ადოლფი
კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი
გუსტავ II ადოლფი და მარია ელეონორა ბრანდერბურგელი