შტეფან ცვაიგის ფილოსოფიიდან…
„მე ვიცი, რომ არავითარი აზრი არა აქვს, უარი თქვა სიამოვნებაზე, რაკი სხვები მოკლებულნი არიან მას, ბედნიერებაზე ხელი აიღო, რაკი ვიღაც სხვა უბედურია. მე ვიცი, რომ ყოველ წამს, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიცინით და ბანალურად ვოხუნჯობთ, ვიღაც ხრიალებს სარეცელზე და კვდება, რომ ათასობით ფანჯრის მიღმა გაჭირვება იმალება და ადამიანები შიმშილობენ, რომ არსებობს საავადმყოფოები, ქვისსამტვრევები და ქვანახშირის მაღაროები, რომ ფაბრიკებში, კანტორებში, საპატიმროებში ყოველ საათს უამრავი ადამიანი ეწევა მონური შრომის ჭაპანს და არც ერთ გაჭირვებულს, არ შეუმსუბუქდება ხვედრი იმით, რომ კიდევ ერთი განიზრახავს უაზროდ ტანჯვას. და თუ ვინმე დააპირებს – ეს ჩემთვის ცხადზე უცხადესია – მთელ დედამიწის ზურგზე არსებული სიდუხჭირე წარმოიდგინოს, ძილი გაუკრთება და სიცილი პირზე შეაშრება; მაგრამ გამოგონილი, წარმოსახული უბედურებანი კი არ აღელვებს და მუსრავს ჩვენს სულს, ჭეშმარიტად შეგვძრავს მარტოოდენ ის, რასაც საკუთარი თვალით ცოცხლად და თანაგრძნობით აღვიქვამთ”. – (ავტორი გენია.ჯი)