მარკ ტვენი – „ეპიზოდი”
ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ტიტანის - მარკ ტვენის (1835-1910 წლები) ცხოვრება ისე წარიმართა, რომ რიგი მიზეზების გამო, საშუალო სკოლის სრული კურსიც კი არ გაუვლია. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, დიდი მწერლის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო საზოგადოებაში, რომ ასაკში შესულს, რამდენიმე ამერიკულმა უნივერსიტეტმა თვითრეკლამირების მიზნით საპატიო „დოქტორის” ხარისხი უბოძა. მარკ ტვენი სიამოვნებით იღებდა ამერიკის უმაღლესი სასწავლებლებიდან მიღებულ ეგზომ საპატიო ხარისხებს და საჯაროდ მადლობებსაც უხდიდა მათ. თუმცა ამაზე თავად გულწრფელადაც ეცინებოდა, რაც მის მიერ გამოთქმულ ერთ-ერთ ხუმრობაშიც კარგად ჩანს – „ამერიკა – ეს ისეთი შესანიშნავი ქვეყანაა, რომელშიაც მრავალგზის მეცნიერებათა დოქტორი შეიძლება გახდეს ისეთი ადამიანი, ვისაც საშუალო სკოლის სრული კურსი საერთოდ არა აქვს გავლილიო”. – (ავტორი გენია.ჯი)