ედგარ რაის ბეროუზი – „ეპიზოდი”
1914 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალკე წიგნად იქნა გამოცემული ცნობილი ამერიკელი მწერლის – ედგარ რაის ბეროუზის მიერ დაწერილი ნაწარმოები – „ტარზანი, მაიმუნის შვილობილი”. (ავტორი გენია.ჯი) რომანის სიუჟეტი აფრიკის კონტინენტზე ვითარდება და მის მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს ბიჭუნა, სახელად – „ტარზანი”, ვინაც დიდგვაროვანი მოგზაური მშობლების მოულოდნელი დაღუპვის გამოისობით, აფრიკის გაუვალ ჯუნგლებში სრულიად მარტო აღმოჩნდა ფაუნის ველური წარმომადგენლების გარემოცვაში. ედგარის ლიტერატურულმა ქმნილებამ და მისმა მთავარმა მოქმედმა გმირმა აშშ-ი იმთავითვე წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვეს. ბეროუზის რომანსა და მის მთავარ პერსონაჟს პოპულარობა გამოქვეყნებიდან ათწლეულების გასვლის შემდგომაც არ დაუკარგავს. ის კი არა და, პირიქით, დროის გასვლასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზარდა. ამას მოწმობს ახალ ორლეანში გამომავალი ერთ-ერთი ჟურნალის მიერ 1929 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეძღვნებოდა 1928 წელს აშშ-ი ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ცნობისათვის, არჩევნებში გამარჯვება ჰერბერტ ჰუვერმა მოიპოვა. აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი იყო ისეთი მრავლისმეტყველი წინადადება, რომელიც შესანიშნავად მეტყველებს ტარზანის განუზომელ პოპულარობაზე ამერიკულ საზოგადოებაში. სტატიაში ვკითხულობთ: „ტარზანს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1928 წელს გამართულ არჩევნებში ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად ეყარა კენჭი, იმაზე გაცილებით მეტ ხმას აიღებდა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ჰერბერტ ჰუვერმა აიღოო”. – (ავტორი გენია.ჯი)