არასასიამოვნო „სიურპრიზი” – (ეპიზოდი)
პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული ქალაქის – ბიდგოშჩის საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით – „ზავიშა”, რომელშიაც თავის დროზე უთამაშიათ ისეთ სახელოვან პოლონელ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან – ზბიგნევ ბონეკი, სლავომის ვოიცეხოვსკი და პეტრე ნოვაკი, 2015 წელს საოცარი მოვლენის წინაშე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) გუნდის გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას „ზავიშას” მიერ ნაჩვენები უარყოფითი შედეგებით. საყვარელი გუნდის წარუმატებლობას კი ისინი უპირველეს ყოვლისა, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის – რადოსლავ ოსუხის სახელს უკავშირებდნენ. თავად პრეზიდენტმა მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ კლუბის ფანატებს – „ხულიგნები” უწოდა და მათთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. გულშემატკივრებთან წარმოებულ დაპირისპირებაში რადოსლავს მხარი დაუჭირა კლუბის სამწრთვნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა, რამაც სიტუაცია გუნდსა და ფანატებს შორის კიდევ უფრო დაძაბა.
2015 წლის იანვარში პოლონური საფეხბურთო კლუბის განრისხებული გულშემატკივრები მშობლიური ქალაქის სტადიონზე შეიჭრნენ და თავიანთ გუნდს ერთობ არასასიამოვნო „სიურპრიზი” მოუწყვეს: პროტესტის ნიშნად, მათ მიერ მოედანზე განთავსებული იქნა 15 კუბო, რომელთაგანაც 14 მათგანზე ფეხბურთელთა გამოსახულებები იყო დატანილი. მე-15 კუბოზე კი გაკეთებული იყო „ზავიშა”-ს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული პლაკატი წარწერით – „მეძავო ოსუხა, შენ მორალურად მკვდარი ხარ!”
ამ გამაოგნებელი საპროტესტო აქციის საბოლოო შედეგი იყო ის, რომ არა მხოლოდ კლუბის პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა, არამედ გუნდის დატოვება მოუხდა მთელ სამწრთვნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. „პოლონურ ფეხბურთში ძალიან ცუდი ატმოსფერო სუფევსო”. – ასე განუცხადა ჟურნალისტებს გუნდის დატოვების ჟამს რადოსლავ ოსუხმა. – (ავტორი გენია.ჯი)
„ზავიშა”-ს საშინაო არენა (იტევს 20 247 გულშემატკივარს)