მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
დიდი რუსი მწერლისა და დრამატურგის – მიხეილ ბულგაკოვის (1891-1940 წლები) მიმართ საბჭოთა ხელისუფლება იმთავითვე უარყოფითად იყო განწყობილი. 1930-იან წლებამდე თუ იშვიათად, მაგრამ მაინც იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები, 1930-იან წლების შემდეგ საერთოდ აიკრძალა ბულგაკოვის ლიტერატურული ქმნილებების გამოქვეყნება „წითელ იმპერიაში”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, თეატრის რეპერტუარებიდან სრულიად გაქრა მიხეილის მიერ დაწერილი პიესებიც. იმ პერიოდში გამოცემულ „ლიტერატურულ ენციკლოპედია”-ში მის შესახებ ვკითხულობთ – „მიხეილ ბულგაკოვმა ვერ შესძლო შეეფასებინა ძველი წყობის დანგრევა და ვერც ახლის მშენებლობისა გაიგო რამეო”. საბჭოთა ხელისფლებას მხარი აუბა საბჭოურმა პრესამაც, რომელიც თავის მხრივ, ინტენსიურად აკრიტიკებდა ბულგაკოვსა და მის შემოქმედებას. როგორც თავად მიხეილი ირწმუნებოდა, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (იგულისხმება 1930-იანი წლები) რუსი ლიტერატორის შესახებ პრესაში დაბეჭდილი იქნა 391 სტატია, რომელთაგანაც 298 სტატია რუსი მწერლისა და მისი შემოქმედების აღვირახსნილი კრიტიკით იყო გაჯერებული. – (ავტორი გენია.ჯი)