სეზარია ევორა – „ეპიზოდი”
„ფეხშიშველა დივად” წოდებული სახელგანთქმული კაბო-ვერდელი მომღერალი ქალი - სეზარია ევორა (1941-2011 წლები), მის მიერ გამართულ საკონცერტო ღონისძიებებზე ყოველთვის ფეხშიშველა გამოდიოდა პუბლიკის წინაშე. (ავტორი გენია.ჯი) სეზარიას ამ უცნაური ჩვეულების შესახებ მუსიკის მოყვარულებში მუსირებდა აზრი, თითქოსდა იგი ამ ქმედებით საკუთარი ქვეყნის უსახლკარო მოსახლეობას, ღარიბ ქალებსა და ბავშვებს თანაუგრძნობდა. თუმცა, თავად მომღერალი, სცენაზე ფეხშიშველა გამოჩენის ჩვეულებას აბსოლუტურად სულ სხვა გარემოებით ხსნიდა – „რადგანაც მრავალი წლის განმავლობაში ფეხშიშველა მიხდებოდა სიარული, ისევე როგორც ჩემი მშობლიური კუნძულის სხვა მაცხოვრებლებს, ჩემთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია ფეხშიშველა სიმღერაო”. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სცენისათვის საჭირო პირველი ფეხსაცმელები ევორამ მხოლოდ 40 წლის ასაკში შეიძინა. – (ავტორი გენია.ჯი)