იცით თუ არა, რომ?!
1. საფრანგეთის რევოლუციის მიმდინარეობის პერიოდში (1793 წელს), რევოლუციის მოწინააღმდეგე მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ფრანგები რევოლუციის მომხრეებს – „უნიფხოებს” ეძახდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პირველი ბიოგრაფია, მისი ექს-მეუღლის „ახალმა” ქმარმა – გეორგ ნიკოლაუს ფონ ნისენმა დაწერა.
* * *
3. მამაკაცთა შორის მსოფლიოს რიგით მე-12 ჩემპიონის, რუსი მოჭადრაკის – ანატოლი კარპოვის თქმით, ჭადრაკის თამაში მან სულ რაღაც ხუთიოდე წლის ასაკში შეისწვლა.
* * *
4. ამერიკის შეერთებული შტატების უკანასკნელი პრეზიდენტი, ვისაც ინაგურაციის დროს თავზე ცილინდრი ეხურა, ტრაგიკული აღსასრულის მქონე – ჯონ ფიცჯერალად კენედი იყო.
* * *
5. ეგვიპტის ლეგენდად ქცეულმა დედოფალმა – კლეოპატრამ, 39 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. კანადის სიდიდით მეორე ქალაქში – მონრეალში, ოფიციალური სალაპარაკო ენა არა ინგლისური, არამედ – ფრანგულია.
* * *
7. სკანდინავიის ნახევარკუნძულზე განთავსებულ – შვედეთის სამეფოში, ადგილობრივებისათვის უმაღლესი განათლების მიღება – უფასოა, რაც არ ვრელდება უცხოელ სტუდენტებზე.
* * *
8. ავსტრალიის კავშირის ეკონომიკის ფუნდამენტს – სოფლის მეურნეობა და სამთო წარმოება წარმოადგენს.
* * *
9. ჟირაფის გულის მასა საშუალოდ – 10-დან 12 კილოგრამამდე მერყეობს.
* * *
10. ვაშლი – მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიებში ყველაზე ხშირად მოხსენიებული ხილია. – (ავტორი გენია.ჯი)