ართურ კონან დოილი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟის – შერლოკ ჰომზის შემქმნელ დიდ შოტლანდიელ მწერალს – სერ ართურ იგნატიუს კონან დოილის (1859-1930 წლები), მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა – რობერტ ველბერტმა, ერთხელ მეტად საინტერესო გამოცდა მოუწყო. მას სურდა დაემტკიცებინა, მართლაც ჰქონდა თუ არა მის მეგობარს ისეთი დეტექტიური „ყნოსვა”, როგორადაც თავისი შექმნილი გმირი წარმოადგინა თავის პოპულარულ ლიტერატურულ ქმნილებებში. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასამტკიცებლად რობერტმა წინასწარვე მოამზადა ყველაფერი – ოჯახში მიიწვია სტუმრები, რომლებიც ართურის ტრიუმფის, ან კიდევ – მარცხის მოწმენი უნდა გამხდარიყვნენ. ველბერტის მიერ შემზადებული სიტუაცია, დოილისაგან დედუქციური (ლოგიკური) მსჯელობის ხერხის გამოყენებას მოითხოვდა.
როდესაც ლიტერატორი მეგობარს ესტუმრა, ისე რომ სალამიც კი არ უთქვამთ მისთვის, შესვლისთანავე ჰკითხეს:
„ – რა მოხდა აქ ერთი წუთის წინ?”
დოილიმ, რომელიც მიჩვეული იყო ასეთი სახის „გათამაშებებს” მეგობრებისაგან, ოთახს დაკვირვებით მოავლო თვალი. ერთი ღრმად ამოიხორა და ცნობისმოყვარე რობერტს უპასუხა:
„ – სულ ცოტა ხნის წინათ, აქ, ამ ოთახში თაგვმა გაირბინა”.
ართურის პასუხს ოთახში მყოფთა მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. ერთადერთი, ვინაც ამ საყოველთაო აღტაცებას არ შეერთებია, მასპინძელი იყო.
„ – როგორ გამოიცანი, ჩემო მეგობარო, ყოველივე ეს?” – ჰკითხა გაოგნებულმა ველბერტმა დოილის.
„ – ელემენტარულად, რობერტ. როდესაც თვალი შევავლე ოთახში განთავსებულ სავარძლებს, მათზე მანდილოსნების ქუსლებიანი ფეხსაცმელების კვალი შევამჩნიეო”. – უპასუხა ლიტერატორმა თავის ცნობისმოყვარე მეგობარს. – (ავტორი გენია.ჯი)