შტეფან ცვაიგის ნააზრევი…
„ყველაზე უკეთ მე ვიცი, თუ რა ცოტას მივაღწიე იმასთან შედარებით, რისთვისაც მინდოდა მიმეღწია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცარიელი სიკეთითა და სიმართლით ჯერ არასოდეს შველებია არც კაცობრიობას და არც ცალკეულ ადამიანს”.
* * *
„დიახ, ასეთი ადამიანი უნდა იყო, – სხვის მოტყუებას, შენ რომ მოგატყუონ, ის გერჩივნოს, – წესიერი, უწყინარი ადამიანი. მხოლოდ ასეთები არიან ღვთისგან კურთხეულნი”.
* * *
„ყველაზე ძნელი იმათთან არის გარიგება, ვინც ფასს არ ამბობს”.
* * *
„ადამიანები შემზარავნი ხდებიან, როცა ფულს ეხება საქმე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორი მშვიდობისმოყვარეც არ უნდა იყოთ, მაინც ვერასოდეს დააღწევთ თავს მუდმივ შუღლსა და დავას”.
* * *
„სიავე ძალას მატებს ადამიანს”.
* * *
„ვინც ერთსა და იმავე დროს ბეჯითიც არის, ჭკვიანიცა და მომჭირნეც, ადრე თუ გვიან ფულის პატრონი ხდება – ეს, ჩემი აზრით, არავითარ განსაკუთრებულ ფილოსოფიურ განჭვრეტას არ საჭიროებს და არც შესაშურია რამე ამაში”.
* * *
„გაყიდვით ყველაფრის გაყიდვა შეიძლება და ყოველთვის… გაყიდვა საერთოდ ძნელი საქმე როდია, მაგრამ კარგად გაყიდვა კი ნამდვილი ხელოვნებაა… კარგად უნდა გაყიდოთ, მთავარი ეს არის!”
* * *
„გასული საუკუნის უჭკვიანესმა ადამიანმა, ნიცშემ, საშინელი აფორიზმი წარმოთქვა: „მოურჩენელის მორჩენას ნუ მოიწადინებო”. – (ავტორი გენია.ჯი)