სალვადორ დალი – „ეპიზოდი”
ექსტრავაგანტული და ეპატაჟური გამოხდომებით ცნობილმა გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა და მოქანდაკემ – სალვადორ დალიმ (1904-1989 წლები), თავისი ცხოვრების უკანასკნელ ჟამს დაწერა ავტობიოგრაფია, სახელწოდებით – „ერთი გენიოსის დღიური”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ქმნილებაში მოყვანილია მის მიერვე შედგენილი რამდენიმე სახელოვანი მხატვრის „გენიალურობის” განმსაზღვრელი ცხრილი. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, ვინაც სალვადორმა რიგი პარამეტრების მიხედვით შეაფასა – თავადვე იყო. „გენიალურობის” გრაფაში მაქსიმალურ ქულად ცხრილის ავტორმა – 20 ქულა განსაზღვრა. ესპანელმა ხელოვანმა უმაღლესი 20 ქულა მიაკუთვნა სახვითი ხელოვნების ისეთ ტიტანებს, როგორებიც იყვნენ – ლეონარდო და ვინჩი, პაბლო პიკასო, რაფაელ სანტი, იან ვერმეერი და დიეგო ველასკესი. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მან 0 ქულით შეაფასა – ედუარ მანესა და პიტ მონდრიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები. საკუთარი შემოქმედებითი გენია კი, სალვადორ დალიმ – 19 ქულით განსაზღვრა. – (ავტორი გენია.ჯი)